„ხვალ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად გამოვაჩენთ“ – მურმან დუმბაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ პირობას იძლევა, რომ ხვალ, 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისა და საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც გამოჩნდება.

როგორც პარტიის ერთ-ერთი წევრი მურმან დუმბაძე აცხადებს, ეს ქართველი ხალხის მოთხოვნა და არჩევანია.

„მიხეილ სააკაშვილს ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მის გამოჩენას ითხოვა ქართველი ხალხი, ქართველო ამომრჩეველი. არჩევნების დასრულების შემდეგ, 19:05 წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. დიახ, ის არის საქართველოში“ – აცხადებს მურმან დუმბაძე.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომლიც გადაღებულია ბათუმში და ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ის საქართველოშია.

მსგავსი თემები