ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისში აცხადებენ, რომ სააკაშვილმა კიევი გუშინ დატოვა და საქართველოში იმყოფება

  •  

მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოში იმყოფება. მე, როგორც მისი ოფისის ხელმძღვანელმა შემიძლია, ეს დავადასტურო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბარაბაშმა განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა გუშინ დატოვა.

„მან სულ ცოტა ხნის წინ დაწერა ამის შესახებ პოსტი ფეისბუქზე და მეც შემიძლია ინფორმაცია დავადასტურო. ჩემი ინფორმაციით, გუშინ დატოვა კიევი. სამი დღის წინ მან შეკრიბა გუნდი და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა გარდამტეხი მომენტია ქვეყნისთვის, როცა არჩევანი ევროპასა და წარსულს შორის უნდა გაკეთდეს. გვითხრა, რომ უნდა წავიდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი რეფერენდუმია და საქართველოში უნდა იყოს“, – განაცხადა მარიამ ბარაბაშმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

მსგავსი თემები