10 000 კაცს გამოვიყვანთ, ყველა ცენტრალურ გამზირს დავიკავებთ – “ქართული მარში” გეი-აღლუმის წინააღმდეგ


​საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე თბილისში, 18 -23 ივნისისთვის დაანონსებული გეი-მარშის წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს.

როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მერიაში უკვე შეიტანეს განაცხადი,  რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ყველა ცენტრალურ გამზირს “ქართული მარში” დაიკავებს. კერძოდ, საუბარია აქციის გამართვაზე აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, რუსთაველის გამზირებსა და ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სანდრო ბრეგაძის თქმით, “ქართული მარშის” მიერ დაანონსებულ აქციას ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც მასთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ თუ თბილისში მსგავსი აღლუმი ჩატარდება ისინი ჯგუფებად ჩამოვლენ.

“ახლა დავბრუნდი თბილისის მერიიდან, სადაც “ქართულმა მარშმა” შეიტანა განაცხადი, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 30 ივნისამდე თბილისის ცენტრალური ყველა გამზირი იქნება დაკავებული “ქართული მარშის” მიერ. ვგეგმავთ აქციებს ცენტრალურ მაგისტრალზე. ჩვენ ეს გადაწვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორაცია, რომ მამათმავლებს გეი- მარშის ჩატარება და გეი-კვირეულის მოწყობა სურთ 18- დან 23 ივნისამდე,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისვე თქმით, აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს არ მიმართავენ.

“მათ აქვთ ილუზია, რომ ჩვენ მივმართავთ ძალადობრივ მეთოდებს, ხალხს გამოვიყვანდით ქუჩაში და იქნება შეხლა-შემოხლა. არა, ჩვენ წავედით სამართლებრივი გზით და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არც რუსთაველის გამზირზე და არც სხვა ცენტრალურ ადგილებზე არანაირი კანონიერი საფუძველი და მოთხოვნა არ ექნებათ, რომ ჩაატარონ გეი- მარში. თუ კი ისინი თავად დაარღვევენ კანონს და იმ დღეებში მაინც გამართავენ ამ დემონსტრაციას იქ, სადაც ჩვენ ვიქნებით და სამართლდამცველები მოუშვებენ მათ, ჩვენ არ მივცემთ კანონის დარღვევის საშუალებას და ძალადობის საშუალებას. ანუ ისინი იქნებიან კანონის დამრღვევები,” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები