საჯარო ბაღებში 5 ბავშვი და 9 დასაქმებული ტობერკულიოზით დაინფიცირდა – განცხადება “მედიაცენტრ მთავარში”

“2018 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ტუბერკულოზით ბაგა-ბაღის პედაგოგის დაავადების ერთადერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც 2018 წელს ფართოდ გაშუქდა და დიდი აჟიოტაჟის საგანი გახდა, დღეს შემთხვევბეის რაოდენობა გაიზარდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე“ სალომე ლოლუამ განაცხადა.

სალომე ლოლუას ინფორმაციით დღეის მდგომარეობით საბავშვო ბაღებში ტუბერკულიოზით პედაგოგთა და ბავშვთა ინფიცირების რიცვხმა  მოიმატა:

„მაშინ გაჟღერდა მხოლოდ ერთი შემთხვევის შესახებ,  დღეს კი – „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციას“ ხელთ აქვს ნუსხა ტუბერკულოზით დაავადებული ბაგა-ბაღების აღმზრდელების და მათი აღსაზრდელების. ასაკობრივი ცენზი ლავირებს 2 წლიდან 60 წლამდე. ჩვენ დღეს, ბუნებრივია არ დავასახელებთ მათ ვინაობას. ასევე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ კონკრეტული ბაგა-ბაღების გაჟღერებისგან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ასოციაციას აქვს უშუალოდ პაციენტებისგან,“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

სპეციალისტი დაავადების გავრცელების დინამიკაზე საუბრობს:

„ბაგა-ბაღების პერსონალის ტუბერკულოზით დაავადების დინამიკა ჩვენს მიერ მიერ მოპოვებულ ნუსხაში გამოიყურება შემდეგნაირად: მოიცავს 2017, 2018, 2019 წლები, რომლის განმავლობაშიც ბაგა-ბაღებში აღმზრდელების ტუბერკულოზით დაავადების ცალკეული შემთხვევები, ბოლო მონაცემებით კი საჯარო ბაღებში 5 ბავშვი და 9 დასაქმებული ტობერკულიოზით დაინფიცირდა.

2017-2019 წწ-ში ბაგა-ბაღში ხუთი ბავშვი იქნა დაავადებული ტუბერკულოზით – 2 წლის, 3 წლის და სამი ხუთი წლის ბავშვი, მაგრამ, ჩვენი განცხადების მთავარი მიზეზი, აღნიშნული სტატისტიკის გარდა არის ის, რომ ყველა დაავადებული პედაგოგი იყო შემოწმებული და მათ ჰქონდათ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზი არ აქვთ. დაგიკონკრეტებთ, რომ საჯარო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ევალებათ გაიარონ წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმება ტუბერკულოზზე და მიიტანენ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.

ყველა დაავადებულ პედაგოგს ეს ცნობა გააჩნდა. „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ საკითხს აყალიბებს შემდგ პუნქტებად: საჯარო ბაღებს შინაგანაწესში უწერიათ, რომ ბაღების პერსონალი ვალდებულია გეგმიურად გაიაროს სამედიცინო შემოწმება, რატომ უწერიათ ეს შინაგანაწესში და არ არის ჩადებული კანონში, რატომ მხოლოდ საჯარო ბაღებს და არა კერძო ბაღებს და სად მოწმდებიან ეს პედაგოგები და ვინ აძლევთ მათ ფორმას, რომელიც ადასტურებს რომ ტუბერკულოზისგან თავისუფლები არიან.“ – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები