თბილისში, ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

​შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის ​117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მსგავსი თემები