“შშმ პირებისთვის პირბადის ტარება შესაძლოა, ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს” – რატიო იონათამიშვილი

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარების ვალდებულების შესახებ დღეს პარლამენტში მსჯელობდნენ. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საკითხის განხილვისას შშმ პირების თემა წამოჭრა და აღნიშნა, რომ პირბადის ტარების აუცილებლობა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში შშმ პირებისთვის დისკომფორტის შემცველი აღმოჩნდეს.

“ამ პერიოდში მე ძალიან აქტიური კომუნიკაცია მქონდა შშმ პირების უფლებადამცველებთან. შშმ პირებისთვის, ქცევითი პრობლემების და სხვადასხვა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა პირბადის ტარება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ამ რეგულაციებით, რაც დღეს გვაქვს, შშმ პირებს არ ექნებათ საშუალება სხვადასხვა მომსახურეობა მიიღონ,”- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები