“კარტოფილის ღვეზელი ცალი თირკმლის ფასად” – რა მოხდა ქუთაისის აეროპორტში

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კაფეში მოქალაქეს დაობებული ღვეზელი მიყიდეს, პროტესტის საჯაროდ გამოხატვის შემდეგ კი მისი მოსყიდვა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას megatv.ge სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მირეკავს კაფე “მიმინოს” მფლობელი ნანა გასვიანი და მეუბნება რომ ექვსი თვე აქვს ვადა ამ პროდუქტს! შოკიიი ხალხნო! თან მთხოვს პოსტი ავიღო და კითხვასაც მისვამს რომ მომწონს თუ არა ჩემი საქციელი ყველამ რომ გაიგო ამის შესახებ!!! ბოლოს დაგვირგვინდა მოსყიდვის მცდელობით!”

მანამდე კი მომხმარებელი წერდა:

”ქუთაისის აეროპორტში კაფე “მიმინო”-ში შეძენილი კარტოფილის ღვეზელი, ფაქტობრივად, ცალი თირკმლის ფასად. უკვე გზაში ვართ და თბილისში მივდივართ, მირჩიეთ რა უნდა მოვიმოქმედოთ ასე დისტანციურად არ მინდა, რომ შერჩეთ ეს მიზანმიმართულად ადამიანების მოწამვლა”, – წერს ნინი ნაცვალაძე ფეისბუქზე.

მსგავსი თემები