ხანძარი თბილისი-ზუგდიდის მატარებელში – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

აბაშაში, ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც რკინიგზის ინფორმაციაშია აღნიშნული, მატარებლის პანტოგრაფსა და საკონტაქტო ქსელზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია სამგზავრო მატარებლის ერთ-ერთი ვაგონის დაკვამლიანება.

„შემთხვევის შედეგად შეჩერდა მსვლელობა და განხორციელდა მგზავრების დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება ალტერნატიული საშუალებებით. არც ერთი მგზავრი არ დაშავებულა. შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა.

„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო და ყველა იმ პირს, ვინც ორი დღის ვადაში წარადგენს სამგზავრო დოკუმენტს, „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

მსგავსი თემები