„ჰიუმან რაითს ვოჩი“ 2019 წლის ანგარიშში, საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე წერს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩი“ 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც გასულ წელს ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობითა და ხანგრძლივი საპროტესტო აქციებით გამოირჩეოდა, რომლებიც საარჩევნო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით იმართებოდა.

“შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის შრომის კანონმდებლობის არასაკმარისი რეგულაციები, რაც რისკს უქმნის დასაქმებულთა უსაფრთხოებას; მედიაპლურალიზმის შეზღუდვის საფრთხე; გაუმართლებლად მკაცრი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა; ასევე, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების დისკრიმინაცია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ანგარიშში, ასევე, საუბარია სამართალდამცავთა დაუსჯელობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე; შრომითი უფლებების, ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო აქტორების შესახებ.

მსგავსი თემები