„ჯერჯერობით, არსებობს რესურსი“ – მირიან წიკლაური გუნდიდან წასვლას არ ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური გუნდის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ადასტურებს.

როგორ წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მისი გუნდში დარჩენა-არდარჩენა დაკავშირებულია ეკონომიკურ პოლიტიკასთან და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დასჭირდება.

„არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მაგალითად, ეს საკითხები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირდება. მე მაქვს ჩემი ხედვები ამ მიმართულებით და თუ ეს ხედვები მხოლოდ ხედვებად დარჩა და გაზიარება არ მოჰყვა, გადაწყვეტილებას მერე მივიღებ. ამ ეტაპისთვის, არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გუნდიდან წასვლას ვაპირებ. ჯერჯერობით, არსებობს რესურსი, რომ საკითხები განვიხილოთ. წასვლა არსად მეჩქარება“, – აღნიშნა წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

მსგავსი თემები