ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონიც არის

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. დაკავებულებს შორის არის იური ლომაძე, ევროპის ვიცე ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ პირს ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერაცია ხვალ გააკეთებს განცხადებას.

მსგავსი თემები