ჯანდაცვის სამინისტრომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს სუნთქვის პორტატული აპარატები გადასცა

ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის „კოვიდ-19“-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის” ფარგლებში, სუნთქვის პორტატული აპარატები შეიძინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, უწყების ეროვნულ სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი, მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხუთი პორტატული სუნთქვის აპარატი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გადასცა. ჯამში, სულ – 20 ასეთი აპარატის გადაცემა იგეგმება.

აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ცენტრის რეანიმობილებში განთავსდება და გათვილი იქნება, როგორც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი პაციენტების, ისე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტის ტრანსპორტირებისთვის.

მსგავსი თემები