“ხვალ პარლამენტის პიკეტირება იგეგმება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხვალ დილიდან პარლამენტის პიკეტირება იგეგმება.

როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ.

„ხვალ დილიდან იქნება პიკეტირება პარლამენტის, ამიტომ, ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, ღამე უნდა გაათენონ. ვიდრე ამ სამარცხვინო „კლოუნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნებათ”, – განაცხადა ბოკერიამ.

მსგავსი თემები