ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები დააკავეს

„ოფიციალური ცნობა არ მოსულა. პრესაში ვნახეთ, რომ ორი თანამშრომლის დაკავება მოხდა“, –  განაცხადა ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ბრალდებით არიან მერიის თანამშრომლები დაკავებული.

„ოფიციალური ცნობა არ მოსულა. პრესაში ვნახეთ, რომ ორი თანამშრომლის დაკავება მოხდა. სამსახურში არ დადიან. მერიაში შესაბამისი სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ ვინ მოდის სამსახურში. მე 149 თანამშრომელს თავზე ვერ დავადგები. რატომ დააკავეს, ამას შესაბამის ორგანო იტყვის. მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოდან და დოკუმენტაცია წაიღეს, რომელიც ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით იყო“ –  განაცხადა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ცნობისთვის, საბიუჯეტო სახსრების თაღლითურად დაუფლების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა.

მსგავსი თემები