ჭიათურაში 4 წლის ბავშვს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

4 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, შემთხვევა ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში მოხდა, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხების შედეგად დაარტყა.

როგორც, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები