წყალტუბოში 17 წლის მოზარდი ლიფტის შახტში ჩავარდა და გარდაიცვალა

წყალტუბოში უბედური შემთხვევა მოხდა, რასაც მოზარდი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის გოგო მიტოვებული შენობის ლიფტში შევიდა, რა დროსაც ლიფტი შახტაში ჩავარდა. მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები