„წერილი დაწერა, არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ“ – სასტიკი ძალადობა შვილებზე

მოქალაქე მარიამ კუკუნაშვილი საკუთარ ბიძაშვილზე შემზარავ განცხადებას აკეთებს, მას სისასტიკესა და ძალადობაში ამხელს და დახმარებას მედიას სთხოვს.

„ხმას არ ვიღებ წლებია დედის ხათრით, გამზრდელი ბიცოლას ხათრით, ბებიის ხათრით, მაგრამ ამაზე გაჩუმება უკვე დანაშაულია! პრინციპში აქამდეც დანაშაული იყო. მინდა ყველა იცნობდეთ ჩემს ბიძაშვილს, Mixeil Gremelashvili -ს. მან 19 წლის შვილები, გოგოები ისე სცემა, რომ დაალურჯა წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო გოგოები.და ეს, ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება. უფროს გოგოს, სუიციდის მცდელობა ჰქონდა, რომლის წინ წერილი დაწერა არ დამმარხოთ, თეთრ ზეწარში გამახვიეთ და ისე გადამაგდეთ, ისეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ მეტს არც ვიმსახურებო.ფსიქოლოგებთან ტარების შემდეგ ძლივს გამოვიდა ბავშვი დეპრესიიდან. ბავშვები ამჟამად, ამ წუთებში პოლიციაში იმყოფებიან დაკითხვაზე და ისეთებს ყვებიან მამაზე, გაგიჟდებით…

მოძალადე, ლაჩარი მიხეილ გრემელაშვილი დასაჭერია, ან ვინ მისცა ასეთ ზნედაცემულ კაცს იარაღი? ჩამოართვით მამობის უფლება, გააშუქეთ ჟურნალისტებმაც სანამ შემოაკვდება ეს ულამაზესი ცოლ-შვილი და ანგელოზივით ბავშვები…მე წავიყვან ბავშვებს!!! ფურთხის ღირსადაც არ მიმაჩნიხარ მიხეილ გრემელაშვილო…“ – წერს კუკუნაშვილი.

მოძალადე თელავის საკრებულოს წევრია.

მსგავსი თემები