ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში, სტალინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.

სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქარმა პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებზეც შექმნა, ჩოჩიშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ასევე ავტომობილი დააზიანა.

მსგავსი თემები