„ჩუღურეთში ყველა გზა მოწესრგდა, მოეწყო მოედნები და მწვანე სივრცე“ – რიმა ბერაძის ანგარიში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, პარტიის ხელმძღვანელობასა და მხარდამჭერებს 2012-2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

რიმა ბერიძეს განცხადებით, ჩუღურეთის რაიონში მოწესრიგდა ყველა მთავარი და შიდა გზა, მოეწყო მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები.

„ყველასთვის ცნობილია, რომ 2012 წლამდე ჩუღურეთი ყველასგან მივიწყებული რაიონი იყო, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურითა და რთული სოციალური მდგომარეობით .იმ პერიოდის ჩუღურეთის მდგომარეობას დღევანდელობას ვერც კი შევადარებთ. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს რაიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,” – განაცხადა ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

შეხვედრას “ქართული ოცნების” ლიდერები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

მსგავსი თემები