“ჩინეთში იხვი, ბატი, ქათამი თუ ადამიანი ერთად ხვდება, სადაც ხდება ახალი ვირუსების აწყობა” – ინფექციონისტი “ღორის გრიპზე”

“ღორის გრიპი” ხშირად გვხვდება სხვადასხვა ძუძუმწოვრებში. როდესაც სხვადასხვა ვირუსები, მაგალითად, ქათმის, ან სხვა ფრინველების, თვითონ ადამიანის, ან თვითონ ღორის ვირუსები ერთად ხვდება, განიცდის რეკომბინაციას, ანუ აეწყობა ახალი ტიპის ვირუსი”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც დიდ ტერიტორიაზე ცხოველების ბაზრობაა გადაჭიმული, სადაც ინფექციონისტის განმარტებით, ახალი ვირუსის გაჩენის ალბათობა დიდია.

“ალბათ, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დიდ ტერიტორიაზე ცხოველების ბაზრობებია გადაჭიმული. სწორედ ესაა საუკეთესო არე, რომ იქ აეწყოს ახალი ვირუსები. ერთად ხვდება იქ ადამიანიც, ღორი, იხვი, ბატი, ქათამი და სხვა ცხოველები და ფრინველები. ახლოა კონტაქტი და იქ ხდება აწყობა ახალი ვირუსების. სიფრთხილე და მჭიდრო დაკვირვება აუცილებელია, რათა ეს პროცესი არ გაგვეპაროს”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები