შესაძლოა ტრამვაიმ თბილისის ქუჩებში ისევ იმოძრაოს

თბილისის მერია, ტრამვაის და საბაგიროს ხაზების შექმნის ღირებულების განსაზღვრის შემდეგ გადაწყვეტს, განხორციელდება თუ არა პროექტი. 

როგორც თბილისის მერმა, განაცხადა, ტრამვაის ხაზების გაყვანა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

„ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით, როგორც ტრამვაის ხაზებთან, ასევე სად შეიძლება საბაგირო ხაზების გაკეთება.  საბაგიროს საკითხზე უფრო წინ ვართ და ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, სად შეიძლება ასეთი პროექტის განხორციელება. რაც შეეხება ტრამვაის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსპორტია, ეკოლოგიურად სუფთა. თბილისში იყო ტრამვაის ხაზები და იცით, წლების განმავლობაში რაც მოხდა, სამწუხაროდ, აიღეს. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ასეთი პროექტების გაკეთებას. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. როდესაც იქნება დათვლილი და გვეცოდინება სავარაუდო ღირებულება, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები