„შაქარშვილის საქმის გასახსნელად ექსპერტიზის დასკვნას არაფერი მოუცია“ – კრიმინალისტიკური ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს ექსპერტიზა არ იყო იმ დანიშნულების, რისი მოლოდინიც ჰქონდა საზოგადობას, რომ ეს დასკვნა იქნებოდა ამ დანაშაულის გახსნის გასაღები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა.

ალთუნაშვილი მიაჩნია, რომ ექსპერტიზამ გამოძიებას საქმესთან დაკავშირებით კვალიფიკაციის მინიჭების საშუალება მისცა.

„გუშინ გავრცელდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რამაც დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია, რაც წყალში დახრჩობით გამოიხატა და ამავე დროს, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს სხეულზე მიყენებული დაზიანებები ჰქონდა სიცოცხლეშივე. ამან საშუალება მისცა საგამოძიებო ორგანოებს შემდგომი კვალიფიკაცია მიენიჭებინათ ამ საქმისთვის. მაგრამ, არსებითად ამ საქმის გასახსნელად ამ ექსპერტიზას არაფერი მიუცია, რადგან ეს ექსპერტიზა არც იყო იმ დანიშნულების. რატომღაც, საზოგადოებას მოლოდინი ჰქონდა, თითქოსდა ეს ექსპერტიზა იქნებოდა გასაღები ამ დანაშაულის გახსნის, რაც არარელურია,“ – განაცხადა კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები