“ღმერთმა დაიფაროს და მართლაც რომ მოხდეს ის, რის პროგნოზებსაც აკეთებენ, თქვენ ნახავთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ეკლესია” – მეუფე გრიგოლი

“ღმერთმა დაიფაროს და მართლაც რომ მოხდეს ის, რის პროგნოზებსაც აკეთებენ, თქვენ ნახავთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ეკლესია”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

„ფაქტია, მე მანამდეც ვისმენდი სპეციალისტების და ხელისუფლების გამონათქვამებს, რომ მდგომარეობა მძიმეა. მაგრამ ერთი რამ ცხადია, როდესაც, თუნდაც საპატრიარქოში მოდიოდნენ და უწმინდესობას ამის შესახებ ეუბნებოდნენ; პირადად მე როცა მქონდა საშუალება, ერთ-ერთ შეხვედრას დავსწრებოდი, იცით, იმდენად დიდი კრძალვით, მორიდებითა და პატივისცემითა და უხერხულობით საუბრობდნენ ამ პრობლემებზე, რომ დამაჯერებლობა აკლდა, ამას მე ვფიქრობ.

ასე რომ, მთლად ეკლესიას ნუ დავდებთ ბრალს. ღმერთმა დაიფაროს და მართლაც რომ მოხდეს ის, რის პროგნოზებსაც აკეთებენ, თქვენ ნახავთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ეკლესია. არ არის ისეთი ხისტი, როგორც ადამიანებს წარმოუდგენიათ. მთელი პრობლემა იმაშია, რომ თავიდანვე არასწორ კალაპოტში წავიდა საუბარი და წინა პლანზე გამოვიდა კოვზების თემა და იმ საზოგადოებიდან, იმ ადამიანებიდან, რომლებიც ეკლესიის მიმართ დიდი სიყვარულით და პატივისცემით არ გამოირჩევიან. მივიღეთ რა? ამან შექმნა ადამიანებში შთაბეჭდილება, რომ გვებრძვიან. მერე უკვე ამ კალაპოტში წავიდა ეს თემა. ხელისუფლება დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო მეტად“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა

მსგავსი თემები