ქუთაისში “ენმ“-ს შეხვედრაზე 5 ავტომობილი დაიმტვრა (ექსკლუზივი)

“მედიაცენტრი მთავარის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა გაჩერებულ ავტომანქანებს შეეჯახა. “ენმ“-ს ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამ დროს მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.

როგორც “მედიაცენტ მთავარს“ ქუთაისის “ენმ“-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა განუცხადა, დამტვრეულია ლიდერების ავტომანქანებიც.

“დაიმტვრა დიმიტრი შაშკინის მანქანა და პრესსამსახურის წარმომადგენელის, გიორგი პატარაიასიც. იმედია, შემთხვევითობაა. ვმართავდით შეხვედრას“, – განაცხადა ქუთაისის “ენმ“ – ს წარმომადგენელმა ირაკლი გვალიამ “მედიაცენტ მთავართან“.

ამ დროისთვის ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია, წაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები