ქართული წარწერით სეულის სცენაზე

სამხრეთ კორეული ბოი ბენდის, EXO – ს წევრებს სეჰუნსა და ჩანიოლს ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ტანსაცმელი ეცვათ SBS Gayo Daejun 2018-ზე. სეჰუნის მაისურზე გამოსახული იყო საქართველოს დროშა წარწერით “საქართველო – Georgia”, ხოლო ჩანიოლის მაისურის საყელოს “უფალო შეგვიწყალენ” ეწერა.

SM Entertainment – მა EXO 2012 წლის 8 აპრილს დაადებიუტა. ჯგუფში თავდაპირველად 12 წევრი იყო, თუმცა ახლა 9 მომღერლისგან შედგება. ესენი არიან: კაი, სეჰუნი, ბექიონი, სუჰო, ლეი, ჩენი, დიო, ქსიუმინი, ჩანიოლი (Kai, Sehun, Beakhyun, Suho, Lay, Chen, D.O. Xiumin, Chanyeol). იგი ძალიან პოპულარულია როგორც სამხრეთ კორეაში, ისე მთელ მსოფლიოში.

მსგავსი თემები