“ქართული ოცნების” წევრები, უმრავლესობის დატოვებას უარყოფენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კობა კობალაძე და ზაზა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფრომაციას, გუნდის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით, უარყოფენ. როგორც დეპუტატებმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადეს, ამის შესახებ არც არავის უკითხავს და არც არანაირი შეფასებები გაუკეთებიათ.

“ადამიანმა რამე შფასება ან განცხადება რომ გააკეთო, უნდა გკითხონ ამის შესახებ, რომ კითხვას უპასუხო. ჩემთვია საერთოდ არავის უკითხავს გუნდის დატოვებას ვაპირებ თუ არა, ისე გაავრცელეს ეს ცრუ ინფორმაცია. რაც არ მითქვამს და რასაც არ ვფიქრობ, როგორ შიძლება თავი ვიმართლო? შეიძლება, როცა რაღაცას ამბობ, ჟურნალისტმა კონტექსტი შეცვალოს, მაგრამ არ არსებული როგორ შეიძლება გააშუქო. დაერეკათ და ეკითხათ მაინც,” – განუცხადა “მედიაცენტრ მთავარს” ზაზა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კობა კობალაძეს, ამ საკითხს “მედიაცენტრ მთავართან” იუმორით უპასუხა: “მართალია, ლელას უთქვამს კაკულიას. ლელა ხომ წინ მიდის, უსწრებს ყველაფერს და როგორც ჩანს, ამ ინფორმაციამ ჯერ ჩემამდე ვერ მოაღწია.”

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეებთან წინააღმდეგობის გამო, საპარლამენტო უმრავლესობას, კიდევ 2 დეპუტატი გამოეთიშება.

მსგავსი თემები