“ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილში მყოფი მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია” – BLOOMBERG

გავლენიანი გამოცემა BLOOMBERG-ი აქვეყნებს სტატიას, სადაც აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ იდეალურ სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დასჭირდებოდა რამდენიმე წუთი, რათა გამოეხატა მძიმე შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველო, რომელიც ადრე საიმედო პარტნიორად ითვლებოდა დასავლეთისთვის, ამჟამად მიექანება ავტორიტარიზმისკენ.

სტატიაში ნახსენებია, რომ ქართული დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩრდილში მყოფი მმართველი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. პუბლიკაციის ავტორი იხსენებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების კონგრესმენებისგან სამი წერილი მიიღო, სადაც სადაც კანონმდებლები შეშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერებზე ხორციელდება პოლიტიკური დევნა, ამ ფაქტს კი დემოკრატიის უკუსვლად აფასებდნენ. კონგრესმა აგრეთვე საპროტესტო ნოტაში აღნიშნა ის მოვლენა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ შეასრულა მოსახლეობისთვის დაპირებული საარჩევნო რეფორმა- პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

„ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტური იქნება, თუ ისინი პირდაპირ გააჟღერებენ თავიან შეშფოთებას ივანიშვილის მმართველობასთან დაკავშირებით“ – წერია ბლუმბერგის სტატიაში.

მსგავსი თემები