ქალი ქმრის მონურ მორჩილებაში რომ ყოფილიყო, ფეხებს უბამდნენ და ტერფებს უმახინჯებდნენ

„მონასთან გათანაბრებული ქალები დამახინჯებული ტერფებით“ – ასეთია ის საშინელი ტრადიცია ჩინეთში, რომელიც მე-10 საუკუნიდან მოდის და მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა. 

ჩინელ ქალებს ძალიან პატარა, მოციცქნული ფეხის ტერფი უნდა ჰქონოდა. თუ რატომ იყო ეს აუცილებელი და რა ხიბლი იყო 12 თუ 14 სანტიმეტრიან ფეხის ტერფში, სხვადასხვა შეფასებები არსებობს. ერთნი ამბობენ, რომ ეს მონობისა და ერთგულების ნიშან იყო და შეკრული ფეხებით ქალი ვერსად გაიქცეოდა. საშინელი ტკივილის მიუხედავად, მთავარი ის იყო, რომ ასეთი ქალი მომავალ ქმარს მოეწონებოდა. უფრო მეტიც, მოციცქნულტერფიანი ქალი ქმრისადმი მორჩილების სიმბოლოდ ითვლებოდა. 

რაც შეეხება ტრადიციის შესახებ მეტ ინფორმაციას, გოგონებს ფეხს პატარა, დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან უკრავდნენ. ფეხის ტერფს ისე ახრევინებდნენ, რომ რაც შეიძლებოდა ახლოს ყოფილიყო ქუსლთან (წარმოდიგენისთვის, ყველაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას როგორც იხრება ტერფი, მის მსგავსად) და კრავდენ. შედეგად, ფეხი დეფორმირდებოდა და საშინელ ტკივილსაც იწვევდა. რიგ შემთხვევებში, იყო გარდაცვალების შემთხვევებიც. 

როგორც წყაროებში ვკითხულობთ, მაშინდელი საზოგადოებისთვის,  დიდტერფიანი ქალები დაცინვის ობიექტები იყვნენ, დეფორმირებულ ტერფიანები კი მისაღები, ღირსეული და ქორწინება გარანტირებული. 

ამ ტრადიციის დამკვიდრების მიზეზად იმპერატორ ლი იუს ასახელებენ. კერძოდ, ცნობილია, რომ მათ ძალიან ბევრი ქალი ჰყავდათ, რომლებიც მისგან შვილებს აჩენდნენ. იმპერატორი შვილების მამობაში რომ დარწმუნებულიყო, ქალებს ასე ამახინჯებდა. ფეხშეკრული ქალები კი ვერ მიდიოდნენ, ვერ გადაადგილდებოდნენ.  ეს ყველაფერი ერთგულების ტრადიციად ჩაითვალა და მე-20 საუკუნის შუა წლებამდე მილიონობით ქალი დასახიჩრდა. 

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ გოგონებს, რომლებიც ფეხს არ იხვევდნენ, გათხოვების ნაკლები შანსი ჰქონდათ. ყველაზე სასურველი პატარძლის ფეხის ზომა 7.62 სმ იყო, 12.7 სმ კი კატასტროფად ითვლებოდა.

გარდა ერთგულებისა, პატარა ტერფიანი ქალები კარგი მუშახელებიც იყვნენ. კერძოდ, ქალები, რომლებსაც ფეხის ტერფები დაბმული ჰქონდათ, მოძრაობა უჭირდათ. აქედან გამომდინარე, ისინი, მთელი დღე ხელსაქმით იყვნენ დაკავებულები. 1950 წლიდან კი, ტრადიცია ისტორიას ჩაბარდა. 

მსგავსი თემები