ფულზე გაყიდული საპარლამენტო მანდატები – სკანდალური განცხადება  

„გიორგი ვაშაძე „ნაციონალებს“ კვოტებს სთხოვდა  ფულის სანაცვლოდ, თუმცა „ნაციონალებს“ გონიერება ეყოთ და ამ უწესო წინადადებაზე არ დათანხმდნენ“ – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციაში არშემდგარ გარიგებებზე საუბრობს.

მისივე თქმით, ის უფრო მეტ ინფორმაციასაც ფლობს, მაგრამ თუ საჭიროდ ჩათვლიან, დეტალებს „ნაციონალები“ თავადაც მოყვებიან.

„თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ე.წ. ერთობა დაინგრეოდა. გიორგი ვაშაძე კი, უბრალოდ  არასერიოზული ადამიანია. თუნდაც იმიტომ, რომ როდესაც თამაშობ ვიღაცის თამაშს, ბოლომდე მაინც უნდა ითამაშო… თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეყოთ გონება არ დათანხმებოდნენ  იმ უწესო წინადადებებს, რომელსაც გიორგი  ვაშაძე მათ სთავაზობდა. ის ითხოვდა კვოტებს ფულის სანაცვლოდ, აბა ისე ვაშაძე ვის რად უნდა.  „ ნაციონალებმა“ უარი უთხრეს, ვაშაძესაც არაფერიც აღარ დარჩა.“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

დეპუტატის თქმით, ვაშაძის ქისა მისივე ნათესავია.

„ისე ფულს ვინ იძლევა ამ ქვეყანაში ყველამ ვიცით. შესაბამისად ზუსტად იქიდან აქვს  გიორგი ვაშაძესაც ამხელა დაფინანსება! აბა ის   ბიზნესში არასოდეს ყოფილა და სულ პოლიტიკაშია, სამაგიეროდ ახლო ნათესავი ჰყავს „მთავარი ქისა.“ ამიტომ, ვამბობ ყოველთვის, რომ ჩემს ოლქში მე  „ქართულ ოცნების“ ორ კანდიდატს ვუპირისპირდები“ – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები