ფოთში მკვლელობა მოხდა

ფოთში 45 წლის მამაკაცი მოკლეს, მას ჭრილობები გულის არეში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, დაჭრილი კლინიკაში გარდაიცვალა.

,,პაციენტი 112-ის ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა ”, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შსს – ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი თემები