ფერადკანიანების სოლიდარობის ნიშნად „ჯონსონი და ჯონსონი“ და „ლორეალი“ პროდუქციიდან „თეთრს“ და „მათეთრებელს“ ამოიღებს

კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიები, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკლული აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საპასუხოდ სოციალურ ქსელებში წამოწყებულ მასშტაბური ანტირასისტული პროტესტების საპასუხოდ მსოფლიო ბაზარზე კანის მათეთრებელი ეტიკეტებიდან “თეთრი”, ‘მათეთრებელი”, “ღია ფერის”, “ნათელი” და მათი მსგავსი სიტყვების ამოღების შესახებ განცხადებას აკეთებენ.

“”ლორეალ ჯგუფი” გაგებით ეკიდება სამართლიან შეშფოთებას კანის მოვლის საშუალებების აღწერაში სიტყვებთან დაკავშირებით და იღებს გადაწყვეტილებას პროდუქციიდან ეტიკეტებიდან სიტყვების “თეთრი”, ”გამათეთრებელი” და “ღია”, ”გამაღიავებელი” ამოღების შესახებ”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ლორეალის” მიერ ამ განცხადებამდე “უნილევერმა” მიიღო გადაწყვეტილება რომ შეცვლის ლოგოტიპს “ღია და მშვენიერი”.

კიდევ უფო შორს წავიდა ფირმა “ჯონსონი და ჯონსონი”, რომელმაც განაცხადა, რომ საერთოდ შეწყვეტს აზიის და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე გასაყიდად განკუთვნილი კანის მათეთრებელი კრემების Neutrogena და Clean & Clear-ის გამოშვებას

მსგავსი თემები