„ფარდულს,“ სადაც გური ამირხანაშვილი იმალებოდა, უფორმო სამართალდამცველები იცავენ

ადგილი,  ე.წ. ფარდული, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი იმალებოდა, უფორმო სამართალდამცავები იცავენ. ტერიტორიას შემოვლებული აქვს სპეციალური ლენტი და მის წინ, სპეციალური მანქანა დგას, სადაც 2 ადამიანი ზის და ტეროტორიას 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს.

ვინც ამ „ფარდულს“ მიუახლოვდება ან ფოტოს გადაუღებს, უფორმო სამართალდამცველები ფოტოებს უღებენ. აღნიშნული ფოტო „მედიაცენტრმა მთავარმა“ დღეს გადაიღო. შესაბამისად, მანქანაში მსხდომმა უფორმო ადამიანებმა ჩვენს გადაგვიღეს ფოტოები.       

შეგახსენებთ, რომ მცხეთაში, ამ „ფარდულში“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გური ამირხანაშვილი იმალებოდა. ფარდულის მიმდებარედ ბალახი რამდენიმე დღის წინ გადაიწვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა გიორგი გელხაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გაახმაურა.  

მსგავსი თემები