“უსამართლოდ აღმოვჩნდი საზოგადოების პირისპირ” – სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელი

თბილისში, ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროს – „ბუდაპეშტი“ მფლობელი გოგა ზაქაიძე, დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკების მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა, მის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და ძალადობის ფორმა მიიღო.

როგორც ბიზნესმენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, მიმდინარე პროცესში მისი კომპანია უსამართლოდ აღმოჩნდა სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ ის და მისი კომპანია დაადანაშაულა და სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მას დააკისრა.

გოგა ზაქაიძე განმარტავს, რომ ვაკის პარკში არსებული ტერიტორია მისმა კომპანიამ კანონის დაცვით შეიძინა, არავის უჩუქნია და არც სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაუცია. საინვესტიციო ქონება აუქციონზე იყო გამოტანილი და მან შეიძინა. ამის შემდეგ, შეიძინეს, შენობის პროექტი, რომელიც, ბიზნესმენის აზრით, არის კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისი, რაზეც ნებართვა მიიღო.

“საზოგადოება თუ გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური ეკოლოგიური ნაგებობა. რაც შეეხება საკიხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივისტთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკის სხვა მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა. საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია”, – აცხადებს სასტუმროს „ბუდაპეშტი“ მფლობელი გოგა ზაქაიძე .

ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ თბილისის მერია შემხვედრ ნაბიჯს
გადადგამს და მოგებული პროცესის მიუხედავად, მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან.





მსგავსი თემები