„უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნია, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოაგროვებენ“ – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას უპერსპექტივოს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ინიციატივას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ეყოლება.

„სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია. ამ სისტემის უმთავრესი ნაკლი ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა. ადგილებზე, მაჟორიტარებად ირჩევენ იმ ადამიანებს, ვისაც გარკვეული „ბექგრაუნდი“ გააჩნია და პოპულარობით სარგებლობს მა თუ იმ საარჩევნო უბანზე. ეს ინიციატივა უპერსპექტივოდ მიმაჩნია. მართალია, ინიციატორი 11 დეპუტატია, თუმცა 11-ზე მეტი მომხრე ეყოლება, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ დააგროვებენ. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილმა მხარი დაუჭიროს სრულად მაჟორიტარულ არჩევნებს“ – განაცხადა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.  

მსგავსი თემები