“უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა” – სალომე ზურაბიშვილი

“უკრაინის მთავრობამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთან კონსულტაციების გარეშე დანიშნა”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამ გაართულა მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის.

„ეს არ ყოფილა ფრთხილად გააზრებული გადაწყვეტილება, ის მიიღეს კონსულტაციების გარეშე, გაფრთხილების გარეშე, უბრალო შეტყობინების გარეშეც კი. მიუხედავად ამისა, საქართველოს არ სურს სიტუაციის გართულება, რადგან საქართველოს და უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები აკავშირებთ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები