უდისციპლინობა, ტენდენციურობა, გაუმჭვირვალობა – არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

“საია“-მ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სადაც, 4 ძირითადი საკითხია გამოკვეთილი: “მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული ტენდენციები, დისციპლინური საქმის წარმოება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის პროცესში გამჭვირვალობა და სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა და მათი მოვალეობები” 

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ განაცხადა, ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემად რჩება საბჭოს მიერ მოუმზადებლად ჩატარებული სხდომები. 

„2018 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ საბჭო, რიგ შემთხვევებში, მოუმზადებელი იწყებს სხდომებს. გარდა ამისა, აჩვენებს დამოკიდებულებას საბჭოს რიგი წევრების მიმართ, ასევე სასამართლოში რამდენად დიდი და განსაკუთრებული გავლენა აქვს თავად ამ გავლენიან ჯგუფს, რომელსაც მოვიხსენიებთ ხოლმე, როგორც “კლანის” სახელწოდებით”, – აღნიშნა სალაძემ.

სულხან სალაძეს განცხადებით, მხოლოდ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, არაა საკმარისი პრობლემების მოსაგვარებლად. მისი თქმით, საჭიროა ისეთი ცვლილებები, რომელიც მოაგვარებს მთელ რიგ პრობლემებს სასამართო სისტემაში.

“ისეთი საკანონმდებლო ცვლილებებიც კი, რომელიც შეიძლება მცირედით მაინც აუმჯობესებდეს სასამართლო სისტემაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ცუდი საბჭოს პირობებში, ის იქცევა ისეთივე ინსტრუმენტად, როგორც სხვა წინა ცვლილებები. ამიტომაც, მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ იქნება საკმარისი და უფრო ეფექტური. ისეთი ტიპის ცვლილებებია საჭირო, რომელიც დააზღვევს მთელ რიგ პრობლემებს სასამართლო სისტემაში, რაც სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული თავის დროზე”, – განაცხადა სალაძემ.

მსგავსი თემები