ტყვიის მატების მთავარი წყარო დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი საკვებია

ეკოლოგ-ექსპერტი ხათუნა ახალაია საქართველოში ექსპორტირებული ყველა იმ პროდუქციასა თუ ნივთზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, რომელიც ტყვიის შემცველობის მაღალ რისკ ჯგუფად ოთვლება. „საქართველოში შამოტანილი ჭურჭელიც და საღებავებიც უნდა გაკონტროლდეს, რადგანაც, ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მატების ერთ-ერთი წყარო შეიძლება სწორედ ეს იყოს“, – აღნიშნული განცხადება გაეროს ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ადამიანის ორგანიზმში ტყვიის დონის მატების გამომწვევი მიზეზი ტყვიით დაბინძურებული ნიადაგიდან მიღებული საკვებია. ასევე, საღებავები, რომლითაც იღებება არა მარტო ოთახები, არამედ სათამაშოები. სარისკოა ჭურჭელიც, რომელიც ისეთი საღებავებით არის დამუშავებული, რომელთა შემცველობაში ტყვიის მაღალი კონცენტრაციაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დასკვნებიდან დასტურდება, რომ ბავშვებსა და მოზარდებში ანემიის არსებობა მაღალია. საქართველოში ასეთი სისტემური კვლევა ძალიან იშვიათად ხორციელდებოდა. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ქვეყანა გაეროს ბავშვთა ფონდის ყურადღების ცენტრში მოექცა“ – აღნიშნა გაეროს ექსპერტმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რესპონდენტის შეფასებით, ტყვიის მარალი კონცენტრაცია ფიქსირდება იქ, სადაც მაგისტრალებია: „2006, 2007 და 2008 წლებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ნიადაგი სწორედ იქ არის დაბინძურებული, სადაც ავტომაგისტრალი გადის. ნიადაგიდან კი ტყვია საკვებში ხვდება. ზუსტი სურათი რომ გვქონდეს, უნდა მოხდეს კონკრეტული რეგიონის ნიადაგის, ასევე საკვების, წყლის და ამ ტერიტორიაზე არსებული საწარმოების შესწავლა. დარწმუნებული ვარ, თბილიში ტყვიის შემცველობის მხრივ მაღალი დონე იქნება, რადგანაც, ის ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, ერთადაა თავმოყრილი“.

ეკოლოგ-ექსპერტის შეფასებით, ტყვიის ძირითად წყაროებად უნდა მივიჩნიოთ: საწვავი, ნიადაგი, დაბინძურებულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტები, საღებავები, ფერადი ჭურჭელი, სათამაშოები და ბრჭყვიალა ბიჟუტერია. რაც შეეხება საწვავს, ექსპერტის განცხადებით, მისი კვლევა სათანადოდ არ ხდება. „საწვავი კონტროლდება და ანალიზი ხდება მხოლოდ შემოტანის ადგილას, მაგრამ, არ კონტროლდება ბენზინგასამართ სადგურებზე. აქედან გამომდინარე, საწვავს, ოქტანობის გაზრდის მიზნით ტყვია ემატემა და ეს ხდება უშუალოდ ადგილებზე, სადაც იყიდება საწვავი. რეგულაციები გასამკაცრებელია. ევროკავშირთან ასოცირების საკითხთან დაკავშრებით რეგულაციების ძალიან დიდი ჩამონათვალია, რომელიც 2020 და 2030 წლებისთვის აუცილებლად შესასრულებელია“ – აღნიშნა ხათუნა ახალაიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები