ტურისტს, რომელმაც 11 ქვეყანაში იმოგზაურა, საქართველოში ველოსიპედი მოპარეს

საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს, თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ მოგზაური სოციალურ ქსელში წერს.

კემპბელის თქმით, ველოსიპედი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ჰოსტელთან მოპარეს.

„სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ვბრუნდებოდი, თუმცა ორი დღის წინ ჰოსტელის გარეთ დატოვებული ველოსიპედი მომპარეს. 11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება” , – წერს კემპბელი.

მოგზაური მოქალაქეებს სთხოვს, თუ რამეს გაიგებენ მის დაკარგულ ველოსიპედზე, დაუკავშირდნენ. იგი ამბობს, რომ პოლიციას მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, სამართალდამცავებს დიდი იმედი არ აქვთ, რომ მის ველოსიპედს იპოვიან.

მსგავსი თემები