„ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად იძენს ფორმალურ ხასიათს“ – ტექდათვალიერების საგანგაშო კვლევის დოკუმენტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ“ ტექნიკური ინსპექტირების ევრო დირექტივასთან შესაბამისობის დასადგენად სპეციალური კვლევა ჩაატარა. შედეგები საკმაოდ ნეგატიური აღმოჩნდა. კვლევის პრეზენტაცია დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა.  

„კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა მიმდინარეობს სერიოზული შეფერხებებით, რომლის თანმდევია მთელი რიგი გადაუჭრელი პრობლემები და რომელთა რაოდენობაც, ნაცვლად შემცირებისა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისი სამსახურების მიერ პრობლემათა გადაჭრის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ხოლო მათი ეფექტიანობა გაურკვეველი. გადაუჭრელ პრობლემათა მომრავლებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რის გამოც სერიოზული საფრთხე ექმნება ევრო დირექტივის დანერგვის პროცესს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად იძენს ფორმალურ ხასიათს  და რეფორმა დგება ჩავარდნის წინაშე, რაც საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და იმატა პასუხგაუცემელმა კითხვებმაც“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, არსებული კითხვები შემდეგია: „ინსპექტირება დაიწყო, მაგრამ რატომ არ იცვლება გზებზე მდგომარეობა? რატომ დადიან კვლავ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები? რატომ ბოლავენ ისევ?“ კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია, რის გამოც რეფორმის მიმართ სკეპტიკოსთა რაოდენობა იზრდება. მდგომარეობას ართულებს და რეფორმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი, არასამართლიანი და არაერთგვაროვანი მიდგომა ბიზნეს-კომპანიებთან,საქართველოს მთავრობის დადგენილებების1 შესაბამისად ტექნიკურ რეგლამენტებში გაწერილი მოთხოვნები ძირითადად მოერგო დღევანდელ ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონდიციებს და არა 2014/45/EU დირექტივას“ – განაცხადა დავით მესხიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ამ თემაზე ანგარიშის წარდგენა “მედიაცენტრ მთავარში ამ წუთებში მიმდინარეობს.


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები