სოფელ უდაბნოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს – მამუკა ბახტაძე კახეთში ჩავიდა

​კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც სოფლის მოსახლეობას 200 – ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ ისარგებლო უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით, ხოლო მოხუცები პენსიას ადგილზე მიიღებენ.  

კახეთის რეგიონში ეს უკვე მე-12, ხოლო ​ქვეყნის მასშტაბით 63-ე საზოგადოებრივი ცენტრია. რამდენიმე კვირაში, კიდევ ერთი ახალი ცენტრი ტყიბულშიც გაიხსნება.

სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა რეგიონი თანაბრად უნდა ვითარდებოდეს. ხელისუფლების მიერ შექმნილი ახალი ეკონომიკური მოდელი მიზნად ისახავს, რეგიონებში  ეკონომიკური განვითარების წახალისებას და ყველა სოფელში ახალი სიცოცხლის შეტანას. რათა  სოფელის მოსახლეობა ცხოვრებისა და განვითარების თანაბარ პირობებში იყოს.

მამუკა ბახტაძის თქმით, სოფელ უდაბნოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს, მაგრამ ბევრი ინფრასტრუქტურული ხარვეზის გამო, მისი შესაძლებლობების სრულად ათვისება ვერ ხერხდება. 
სოფელში არის დავით გარეჯის კომპლექსი, რომელიც თითოეული ქართველისთვის, თითოეული ქრისტიანისთვის უნიკალური ძეგლია. 

“გპირდებით, უახლოეს მომავალში საკუთარი თვალით დაინახავთ, რომ ძალიან გაიზრდება თქვენს სოფელში ტურისტების რაოდენობა და ეკონომიკური განვითარება. რამდენიმე წლის წინ დავასრულეთ წყლის მომარაგების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენგანისთვის, მაგრამ ამავე დროს სხვა ინფრასტრუქტურაც მოსაწესრიგებელია, განსაკუთრებით საავტომობილო გზა და გპირდებით, რომ ამასაც ძალიან მოკლე ვადებში გადავჭრით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

მსგავსი თემები