სკოლებში და ბაღებში არდადეგები 15 იანვრამდე გაგრძელდება

საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერიდან, 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება.

სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი მომავალი წლის 15 იანვარს განახლდება.

მსგავსი თემები