„სირცხვილის კორიდორი“ და პიკეტირება პარლამენტის შენობასთან

პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებული აქვთ და სხვადასხვა ხმოვანი სიგნალითა და შეძახილებით ცდილობენ, პარლამენტის წევრებს დისკომფორტი შეუქმნან.

პარლამენტის წევრები კი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან და პარლამენტის სხდომის დასაწყებად ემზადებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსგავსი პროტესტი და პიკეტირება მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე უარს არ იტყვის.

პარალელურად, აქციის წევრები პარლამენტის წევრებს შეძახილებით: „მონა“; „სირცხვილია“; „შეცვალე“ აცილებენ. მათ დეპუტატებს ე.წ. სირცხვილის კორიდორიც მოუწყვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტში შეჭრა და შტურმი არ იგეგმება.  

ადგილზე, წესრიგს საპატრულო პოლიცია იცავს.     

მსგავსი თემები