საქართველოში, 2019 წლის დეკემბერში, საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, დეკემბერში კი, ეს მაჩვენებელი 194.8 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.8 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 172.5 ლარს შეადგენს. ერთი ლარითა და 30 თეთრით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი დეკემბერში და 326.8 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით გასული წლის დეკემბერში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა 172.5 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 276.1 ლარით, სამსულიანზე – 310.6 ლარით, ოთხსულიანზე – 345.1 ლარით, ხუთსულიანზე – 388.2 ლარით, ექვსსულიანი და მეტი – 459.0 ლარი.

მსგავსი თემები