„საქართველოში პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ენას. დროა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ისწავლონ ქართული“ – ალი ბაბაევი

„40 წლის ზევით მოსახლეობა მარნეულში არ ფლობს ქართულ ენას. 30 წელი ამ საკითხზე ვსაუბრობ, თუმცა ხელისუფლებები იცვლებიან და პრობლემა პრობლემად რჩება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა განაცხადა.

ალი ბაბაევი თვლის, რომ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ჭარბობს აუცილებელია ხალხმა იცოდეს ქართული ენა, რადგან მისივე განცხადებით აღნიშნული საკითხის მოუგვარებლობა ხშირად პრობლემას იწვევს ინფორმირებულობის თვალსაზრისით.

„საქართველოში პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ენას, დროა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ისწავლონ ქართული. საქართველოში უნდა დამკვიდრდეს სახელმწიფო ენისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ამ ბოლო დროს მიხარია, რომ სერიოზული ნაბიჯებია ამ კუთხით გადადგმული. 3000 ახალგაზრდა ქვემო ქართლიდან სწავლობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების უმაღლეს სასწავლებლებში. სამწუხაროდ მოსახლეობის ის კატეგორია, რომლებიც 40 წელს არიან გადაცილებულები არ ფლობენ ქართულ ენას, თუმცა მე მაქვს იმედი, რომ ეს საკითხი მალე ადგილობრივი ახალგაზრდების საშუალებით მოგვარდება, რადგან მომავალი თაობა სხვა ენთუზიაზმით ეკიდება სახელმწიფო ენის შესწავლას“ – განაცხადა ალი ბაბაევმა „მედიაცნეტრ მთავარში“

მსგავსი თემები