“საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია” – რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია.

ანდრეი რუდენკოს განმარტებით, ეს საკითხი ნამდვილად განიხილებოდა ივნისის ცნობილ მოვლენებამდე. ამ ეტაპზე კი ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, აუცილებელია, მინიმუმ, კრიზისამდელ სიტუაციას დავუბრუნდეთ.

ივნისის მოვლენების გამო, 8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ.

მსგავსი თემები