საქართველომ 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიაღწია კონკრეტულ შეთანხმებებს საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ. ამის შესახებ დღეს  საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მთავრობის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი პირდაპირი საჰაერო გზით, მათ უნდა შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა პროცედურა, მასში უნდა წარმოადგინოს ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. ასევე იქნება აღნიშნული სად აპირებს გაატაროს დრო საქართველოში ყოფნის პერიოდში.

მსგავსი თემები