საფრანგეთში ქართველი პატიმარი გარდაიცვალა

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ზუგდიდის მკვიდრის, 30 წლის ნიკა ქირიას ცხედარი, 9 დეკემბერს იპოვეს. გარდაცვლილი ფოქსის ციხეში იხდიდა სასჯელს.

როგორც ქირიას დედამ, ფატიმა ლაგვილავამ განაცხადა, ოჯახს მომხდარის შესახებ წუხელ, ღამის სამ საათზე შეატყობინეს.

ოჯახმა ცხედრის დროულად გადმოსვენებასთან დაკავშირებით, დახმარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველი პატიმრის ცხედრის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსგავსი თემები