„სასაფლაოებზე ქაოასია“ – კერძო და მუნიციპალური სასაფლაოებისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება

სასაფლაოების ტერიტორიაზე დაფიქსირებული დარღვევების აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მზადდება. ცვლილებათა პაკეტის ინიციატორი თბილისის მერიაა. როგორც კახა კალაძე განმარტავს, ქაოსი უნდა მოწესრიგდეს. მერის განცხადებით,  ცვლილება როგორც მუნიციპალურ ასევე, კერძო სასაფლაოებს შეეხება.

„მუნიციპალური და კერძო სასაფლაოების ტერიტორიებზე სრული ქაოსი არსებობს. ხშირია სასაფლაოების მოწყობის და მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევები, რომელზეც არანაირი სანქცია არ არსებობს. ასევე, ხდება მიწების მიტაცება. ხშირია საფლავს ზედა ნაგებობების უნებართვოდ მოწყობისა და უკანონო კონსტრუქციების განთავსების შემთხვევებიც. ეს ყველაფერი რომ მოვაწესრიგოთ, ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, რომელსაც ვამზადებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება, რომ აღნიშნული მიმართულება დროულად მოწესრიგდეს.

მსგავსი თემები