“სასამართლო გადაწყვეტილებების დროული აღსრულება ერთ-ერთი პრობლემაა“ – ბიზნესომბუდცმენი

“სასამართლო გადაწყვეტილებების დროული აღსრულება ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს” – აცხადებს ბიზნესომბუდცმენი ირაკლი ლექვინაძე.

მისივე შეფასბით, ბიზნესს პრობლემები ექნება, როცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ჭიანურდება.

„არის შემთხვევები, როდესაც ადმინსტრაციული ორგანოების მხრიდან, საერთო სასამართლოების მიერ, ერთ სუბიექტთან მიმართებაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების პრაქტიკაში გავრცელება არ ხდება. მსგავსი შინაარსის არაერთი მეწარმის საქმეზე მუშაობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულება წარმოადგენს ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარების აუცილებელ წინაპირობას, რომელიც, ამავდროულად, ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ნდობის ამაღლებას აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ“-აცხადებს ბიზნესომბუდსმენი.

შეგახსნებთ, რომ ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა.

მსგავსი თემები