საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერ თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებგვერდები, რომლებსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამიტომ სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.​​

საპენსიო სააგენტოს განმარტებით, მათი ოფიციალური ვებგვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თაღლითები ვებგვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ამასთან, ყალბი ვებგვერდები უკანონოდ იყენებენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას.

თაღლითური სქემის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი თემები